საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2021 წლის იანვრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიწყო ახალი პროექტი: „ ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შექმენა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students - E-PSY, N617980-EPP-1-2020-1-G-EPPK2-CBHE-SP). აღნიშნული პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ერაზმუს + პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ფარგლებში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი.

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების გაწვრთნა. პროექტის ფარგლებში აკადემიური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და დახმარებას. ასევე, გადამზადდებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციის სპეციალისტები და ფსიქოთერაპევტები, ვინც მოემსახურება სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას. პროექტის განხორციელების შედეგად ფაკულტეტზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი კვალიფიციურად მოემსახურება სტუდენტებს, გაიზრდება სერვისის მიღების მსურველი სტუდენტების რაოდენობა, ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები გაივლიან ტრენინგს და მომზადდებიან მომავალი ფსიქოლოგიური საკონსულტაციო საქმიანობისთვის, რაც გააძლიერებს ცენტრის მდგრადობას.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

პროექტის ოფიციალური საიტი https://epsy.ge/ka